вторник, 26 июня 2012 г.

პროექტი "ორიგამი-ქაღალდის ხელოვნება"


პროექტის სახელწოდება:ორიგამი - ქაღალდის ხელოვნება“
პროექტის მთავარი იდეა (თემა): ორიგამის ფიგურების დანიშნულება.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, რას ნიშნავს ორიგამის ხელოვნება, სად წარმოიშვა, ნახავენ იაპონიასა და სხვა ქვეყნებში დამზადებულ ნიმუშებს,  შეაჯერებენ მოძიებულ ინფორმაციას, გააანალიზებენ, გამოიტანენ საჭირო დასკვნებს.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებს შეექმნათ წარმოდგენა ორიგამის ხელოვნების შესახებ, ინტერნეტით შეძლონ სათანადო ინფორმაციის მოძიება, გაერკვნენ სხვადასხვა დანიშნულების ქაღალდის ფიგურებში, წებოს და მაკრატლის გამოყენების გარეშე დაამზადონ სხვადასხვა ფიგურა, რაც შრომით ჩვევებსაც განუვითარებს და საგნების ესთეტიკური აღქმის უნარსაც.
 მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან ორიგამის წარმოშობის ისტორიას, გაიფართოებენ თვალსაწიერს, გააკეთებენ პრეზენტაციას მათ მიერ მოძიებული საინტერესო ფიგურების გამოყენებით, მოაწყობენ ორიგამის დღესასწაულს და ერთმანეთს შეეჯიბრებიან ყველაზე ორიგინალური ორიგამის ფიგურის გაკეთებაში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფერადი ქაღალდი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
1.      მოსწავლეები შეარჩევენ მათთვის საინტერესო და სასურველ თემას:
    „ორიგამის გამოყენება პრაქტიკაში“.

2.       მოსწავლეები განაწილდებიან 3 ჯგუფად.

3.      მასწავლებელი აცნობს პროექტის მიზანს.

4.       I ჯგუფი იძიებს  ინტერნეტში, რას ნიშნავს ორიგამის ხელოვნება.
II ჯგუფი იკვლევს ორიგამის წარმოშობის ისტორიას.
                 III ჯგუფი იკვლევს ორიგამის დანიშნულებას.
5. მოსწავლეები იწყებენ ინფორმაციის მოძიებას, ეცნობიან ორიგამის დანიშნულებასა და წარმოშობის ისტორიას, მართავენ დისკუსიას, გამოაქვთ დასკვნები, აწყობენ პრეზენტაციას მათ მიერ მოძიებული ფიგურების გამოყენებით.
6. მოაწყობენ ორიგამის დღესასწაულს. შეეჯიბრებიან ერთმანეთს ყველაზე ორიგინალური ორიგამის ფიგურის გაკეთებაში.
 7. იმისათვის, რომ განუვითაროს ორიგამის ფიგურების დამზადების ჩვევა  და მიახვედროს მათი პრაქტიკული გამოყენების არსი, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ფერადი ქაღალდებისაგან დაამზადონ პრაქტიკული დანიშნულების ნივთები: მარაოები, სანიშნეები, დაწერონ წერილები, მისცენ ყვავილის ფორმა და აჩუქონ ერთმანეთს სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად.
8.  მასწავლებელი აკეთებს შეფასების რუბრიკას და მოსწავლეებთან  ერთად ავლენს საუკეთესო ჯგუფსა და ორიგინალურ ნამუშევარს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: იყენებს ისტ-ის ინფორმაციულ რესურსებს, ცნებებს, იდეებს მოვლენების თვალსაჩინოდ წარმოდგენის მიზნით.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნატო ხორგუაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: n.xorguashvili@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий